ბარაქ ობამა კონგრესში ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ეხმაურება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ნეთანიაჰუს ახალი არაფერი უთქვამს და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიული გეგმა არ წარმოუდგენია. ამერიკის კონგრესს ისრაელის პრემიერმა გუშინ მიმართა. ნეთანიაჰუმ თეთრი სახლის ადმინისტრაცია თეირანთან დაწყებული მოლაპარაკებების გამო გააკრიტიკა და ღიად გაანცხადა, რომ თუ დასავლეთი ირანს სანქციებს მოუხსნის, თეირანი ბირთვულ იარაღს შექმნის.