ნადეჟდა სავჩენკომ შესაძლოა შიმშილობა შეწყვიტოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განაცხადა. მისივე თქმით, სავჩენკო პირობას იძლევა, რომ თუ მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდება, შიმშილობაზე უარს იტყვის. უკრაინელი სამხედრო მფრინავი რუსებმა დონბასში გასულ წელს დაატყვევეს და ბრალი ჟურნალისტების მკვლელობაში დასდეს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. სავჩენკო უკვე 80 დღეზე მეტია, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.