კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერის, ანდრეი ლისენკოს მტკიცებით, ეუთოს დამკვირვებლებისთვის თვალის ასახვევად ამბოხებულებმა ლუგანსკიდან მძიმე შეიარაღების ნაწილი გაიყვანეს, მონიტორთა წასვლის შემდეგ კი საარტილერიო დანადგარები და სამხედრო ტექნიკა ძველ პოზიციებზე დააბრუნეს. ანალოგიურ ბრალდებას უყენებენ კიევს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერებიც. დეფაქტო თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, ედუარდ ბასურინის თქმით, კიევს ეუთოს სადამკვირვებლო მისია შეცდომაში შეჰყავს და კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას არ აპირებს.