ვაშინგტონმა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ობამამ გვიან ღამით მიიღო. პარალელურად, თეთრი სახლის ლიდერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მხარეთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ მინსკის შეთანხმების პირობები არ შესრულდება, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესდება. ცნობილი ხდება ისიც, რომ ამერიკის გაერთიანებული შტატების მეთაურმა მარტინ დემპსიმ სენატს უკრაინის შეიარაღების საკითხის განხილვა შესთავაზა.