საფრანგეთის პრეზიდენტი ნატოს შემდგომი გაფართოვების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობთ, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათმ რადგანაც ალიანსის გაფართოვების საკითხი ამ ეტაპზე აქტუალური არ არის,“-აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.