მიუნჰენის ბავარიის მთავარი მწრთვნელი შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს. ამის შესახებ გაზეთი "გარდიანი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სიტის ხელმძღვანელობა კლუბის მიერ მიღწეული შედეგებით უკმაყოფილოა. იმ შემთხვევაში, თუ პელეგრინის შეგირდები ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწევენ, 61 წლის სპეციალისტმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. სიტის მწრთვნელობის მთავარ კანდიდატად კი ხოსეპ გვარდიოლა განიხილება.