ბორის ნემცოვი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 4 დღის წინ მოკლული ოპოზიციონერი ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს ნემცოვის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები დაესწრნენ. მანამდე კი მას უკანასკნელი პატივი სახაროვის ცენტრში მიაგეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.