სეპარატისტები ლუგანსკში მძიმე შეიარაღებას აბრუნებენ. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. "სამი დღის წინ მათ კონფლიქტის ზონიდან საარტილერიო ბატარეია და რამდენიმე ტყვიამფრქვევი ეუთოს დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ გაიყვანეს, მას შემდეგ კი, რაც დამკვირვებლები წავიდნენ, შეიარაღება ძველ პოზიციებზე დააბრუნეს. ისინი შეიარაღების გაყვანის იმიტირებას ახდენენ"-აღნიშნა ლისენკომ.