მოსკოვის პოლიცია ბორის ნემცოვის მკვლელობის იარაღს ეძებს. სამძებრო სამუშაოებში საგამოძიებო კომიტეტმა მყვინთავები ჩართო. ისინი მდინარის ფსკერზე მაკაროვის სისტემის პისტოლეტს ეძებენ, რომელიც ქილერმა მკვლელობის შემდეგ სავარაუდოდ მდინარეში გადააგდო. პოლიციამ მკვლელობის ყველა შესაძლო მოწმე უკვე დაკითხა და სასამართლო ექსპერტიზაც ჩაატარა. გაშიფრულია სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებიც. გამოძიების სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.