უკრაინის გენერალური ავტოინსპექციის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო. დღეს დილით უწყებაში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები შევიდნენ. მათ გენერალური ავტოინსპექციის შენობა გაჩხრიკეს და ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღეს. საქმე ეხება მოძრაობა "ავტომაიდნის" აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის უკანონო დაკისრების ფაქტს, რაშიც გენერალური ავტოინსპექციის ხელმძღვანელ პირებს ადანაშაულებენ.