რუსეთის დედაქალაქში ბორის ნემცოვის ძეგლის დადგმა ნაადრევია. ამის შესახებ მოსკოვის მერიის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სერგეი კაპკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, მონუმენტის დადგმა დედაქალაქში მარტივი პროცედურა არ არის და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. "ამისათვის ჯერ ადგილი უნდა შეირჩეს, შემდეგ ძეგლის დადგმის მიზანშეწონილობაზე უნდა ვიმსჯელოთ და რაც მთავარია, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი ადამიანის მონუმენტი დადგმა მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ არის შესაძლებელი,"-განმარტა კარპოვმა. ნემცოვის ძეგლის დადგმის ინიციატივით მოსკოვის მერიას რადიოსადგურმა "ეხო მოსკვიმ" მიმართა.