ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც წესების დაცვით თამაშობდა. ამის შესახებ მოკლული პოლიტიკოსის სამოქალაქო პანაშვიდზე პუტინის პირადმა წარმომადგენელმა სახელმწიფო დუმაში გარი მინხმა განაცხადა. მან გარდაცვლილი ოპოზიციონერის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. "მას ჰქონდა ერთი დიდი ღირსება- ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის წესების დაცვით თამაშობდა. მისი ამქვეყნიდან წასვლა ჩვენთვის, ყველასთვის დიდი დანაკლისია,"-აღნიშნა მინხმა.