უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მოწოდებას რუსების ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ მოსკოვი სავარაუდოდ არც ამჯერად გაითვალისწინებს. საგანგებო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა. მისი თქმით, სავჩენკოს შესახებ გამოძიებამ საკუთარი პოზიცია უკვე არაერთგზის გამოთქვა და შესაბამისად, უკრაინელი მფრინავის ბედს სასამართლო გადაწყვეტს. რუსეთის პრეზიდენტს სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით სატელეფონო საუბრისას პოროშენკომ, მერკელმა და ოლანდმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს.