უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი სიკვდილის შემდეგ ,,თავისუფლების ორდენით” დაჯილდოვდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ,,ფეისბუქის” საკუარ გვერდზე განაცხადა.
,,უკრაინელებისთვის ნემცოვი ყოველთვის დარჩება რუსეთის პატრიოტად და უკრაინის მეგობრად.” - წერს პოროშენკო.