ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სოციალურ ქსელ ტვიტერის თანამშრომლებს სასტიკი ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ჯიჰადისტთა მიმართვა ინტერნეტში გვიან ღამით გავრცელდა. ისლამისტები თანამოაზრეებს კომპანიის თანამშრომლების მკვლელობისკენ მოუწოდებენ. მათი მტკიცებით, ტვიტერი ისლამისტურ აქაუნტებსა და პოსტებს ბლოკავს, რის გამოც კომპანია ჯიჰადის წინააღმდეგ პასუხს აგებს.