ინგლისის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ სანდერლენდის ნახევარმცველი ადამ ჯონსონი სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. გირაოს სახეთ მან სოლიდური თანხა გადაიხადა. 27 წლის ფეხბურთელს ბრალი 15 წლის გოგონასთან სექსუალურ კავშირში ედება. პოლიციამ ის გუშინ დილით დააპატიმრა. გამოძიების პერიოდში ჯონსონი სანდერლენდის თამაშებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.