ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ფედერალური კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ The New York Times იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰილარი კლინტონი ხელისუფლებაში ყოფნისას პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობდა, რაც ადგილობრივი კანონით იკრძალება. ამერიკელი მაღალჩინოსნები სპეციალურ სამთავრობო ელექტრონულ ფოსტას იყენებენ, რომელიც დამატებითი უსაფრთხოების სისტემითაა დაცული და მიმოწერის ისტორიას ინახავს. როგორც ირკვევა, ჰილარი კლინტონი სამთავრობო ელექტრონულ სისტემას საერთოდ არ იყენებდა.