ერაყში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. სახელისუფლო ძალები ტიკრიტზე მასირებულ იერიშებს ახორციელებენ. ოპერაციაში ავიაცია და მძიმე არტილერიაც არის ჩართული, თუმცა 3-დღიანი შტურმის მიუხედავად, ქალაქის ცენტრის დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახელისუფლო ძალებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტს ჯიჰადისტები გასული წლის ზაფხულიდან აკონტროლებენ.