ლატვიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ავროპარლამენტის დეპუტატს სანდრა კალნიეტეს რუსეთში შესვლაზე უარი უთხრეს. ის მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე ჩავიდა.
ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
,,მე დღეს ჩავედი მოსკოვში, რათა პატივი მიმეგო ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის. შერემეტიევოს აეროპორტში დიპლომატიური პასპორტი ჩამომართვეს და მის დაბრუნებას სამი საათი ველოდებოდი. საბოლოოდ მაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლა აკრძალული მქონდა და ეს ზომა მიღებული იყო რუსეთის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაცვის მიზნით.” - აცხადებს ლატვიელი პოლიტიკოსი.