შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ზვიად დ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.