რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აღმოსავლეთ უკრინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხებიც განიხილეს.
ამის შესახებ ჯონ ქერი ,,ტვიტერის“ საკუთარი გვერდიდან იტყობინება.
,,ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შევხვდი. ჩვენს შორის უკრაინის, სირიის და ირანის ბირთვულ პრობლემებზე გულახდილი დისკუსია შედგა.“ - წერს ჯონ ქერი.