რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთი პოლტიკაში ახალი ერის დასაწყისი იქნება.
ამის შესახებ გაზეთ ,,გარდიანის“ ფურცლებზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური ურთიერთობების ცენტრის პროფესორი მარკ გალეონტი წერს.
,, კრემლის პირდაპირ ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის შოკისმომგვრელი მკვლელობა აშკარად მიუთითებს რუსეთის პოლიტიკისთვის ახალი ერის დაწყებაზე და ეს არ იქნება სასიამოვნო.“ - აცხადებს საგაზეთო სტატიის ავტორი.
გალეოტის აზრით, ნემცოვის მკვლელობამ კიდევ ,,სამი სიკვდილი“ გამოიწვია, რომელთაც არ შეიძლება დავარქვათ შემთხვევითი, ისევე, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობა არ ყოფილა შემთხვევითი.
პროფესორი ამბობს, რომ პირველი - ეს არის ,,ნეიტრალიტეტის სიკვდილი,“ ვინაიდან ახლა უფრო ძნელია, გადგე განზე და არც ერთი მხარის გვერდით არ დადგე, განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.
მეორე - ეს არის ,,არასასურველი შემთხვევითობის სიკვდილი.“
გალეოტი ეჭვქვეშ აყენებს იმ გარემოებას, რომ დღეს რუსეთში შეიძლება ,,უბდეური შემთხვევები“ მოხდეს. ყველაფერში ირიბად მაინც დამნაშავეა ხელმძღვანელობა.
,, პუტინი არის დამნაშავე. უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მე ეჭვი მასზე მაქვს, ისევე, როგორც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ითვლებიან დამნაშავედ, მწეველების კიბოთი გარდაცვალების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მწეველებმა იციან მოწევის შემთხვევაში რა ზიანიც მიადგებათ...
მესამე - ეს არის,,ოპტიმიზმის სიკვდილი.“
ვეჭვობ, ძალაუფლების გამო (დიდი ამბიცია) და რუსეთის ამჟმამინდელი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად (რომელიც რიგით მეორე ამბიციაა), შინ და გარეთ, უკრაინის, დასავლეთის თუ სხვა ლიბერალური ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პუტინი ბნელ და საშიშ გზაზე ძალიან შორს წავიდა, საიდანაც ოდესმე ნაბიჯის უკან გადმოდგა ან საერთოდ გაჩერება, ძალიან ძნელი იქნება.“ - წერს სტატიის ავტორი.