მიმდინარე წელს რუსეთის მცხოვრებლებს სასურსათო კალათის შესავსებად შემოსავლების 50-55 პროცენტი დასჭირდებათ. პესიმისტურ პროგნოზს "ვი-თი-ბი კაპიტალის" ექსპერტები აკეთებენ. ამავე სტატისტიკით, გასული წლის შემოდგომაზე რუსეთის მოქალაქეები საკვებში შემოსავლების 36 პროცენტს ხარჯავდნენ, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდე გაიზარდა, ამჟამად კი დაახლოებით 48 პროცენტს შეადგენს.