პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გაზეთ "სანდეი თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "მისი მიზანია უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას, მოახდინოს ქვეყნის სრული ანექსია. ამის შემდეგ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა აქვს დაგეგმილი. პუტინს სურს დასავლეთს დაანახოს, რომ დიქტატორული და კლეპტოკრატიული იმპერიის შექმნა შეძლო,"-აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.