უკრაინის იარაღით მომარაგების საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ უკრაინული "მეხუთე არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "გადაწყვეტილება 99 პროცენტით უკვე მიებულია. იმედია, დარჩენილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტი უახლოეს დღეებში გადაწყდება, რადგანაც უკრაინას ძალიან ცოტა დრო აქვს. ყველამ ვიცით, რომ პუტინი არამხოლოდ მარიუპოლის, არამედ მთელი სამხრეთ ფლანგის აღებას და კიევის მთავრობის ჩამოგდებას შეეცდება. ამიტომ, უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს,"-აღნიშნა სააკაშვილმა.