ბორის ნემცოვის მკვლელობას ლონდონში მოკლული ფსბ-ს ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივი ეხმაურება. „მოსკოვში კიდევ ერთი საშინელი მკვლელობა მოხდა. ეს ჩემთვის ერთგვარი დეჟავიუ იყო. მკვლელობის ორგანიზატორები საზოგადოებას ნათელსიგნალს უგზავნიან, რომ ვინც მათ საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის, სიცოცხლეს გამოემშვიდობება,“-აცხადებს მარინა ლიტვინენკო.