ისრაელის პრემიერ-მინისტრი საგანგებო ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ბენიამინ ნეტანიაჰუ ხვალ სიტყვით ამერიკის კონგრესს მიმართავს. ისრაელის მთავრობის მეთაური კონგრესმენებს ირანზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ნეთანიაჰუმ ობამას ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა და ღიად განაცხადა, რომ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა პოზიციები დათმო. ბარაქ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ აპირებს.