ჩეჩნეთის ლიდერი ბორის ნემცოვის მკვლელობაში უცხოეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გაავრცელა. „მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვი მოკლეს. ვის აწყობდა ეს, თუ არა იმ ძალებს, ვინც რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციითაა დაინტერესებული? ნემცოვის მკვლელობა უცხოური სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული,“-წერს კადიროვი.