ნემცოვს ლიტვაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურდა. ამის შესახებ ლიტვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ანდრიუს კუბილიუსის მტკიცებით, ნემცოვი ამ საკითხთან დაკავშირებით მას პირადად ესაუბრა. "მოსკოვში მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ზეწოლა გაძლიერდა და ის ვარაუდობდა, რომ პუტინს შესაძლოა ისიც დაეპატიმრებინა. ამიტომ, აინტერესებდა, იყო თუ არა შესაძლებელი ლიტვაში თავშესაფრის მიღება. ამაზე თანხმობა ჩემგან მაშინვე მიიღო,"-აცხადებს ლიტვის ყოფილი პირველი დიპლომატი.