რუსი ოპოზიციონერის ბორის პატივსაცემად მოსკოვში სამგლოვიარო მარში მოეწყობა.
ინფორმაციას ამის თაობაზე, ოპოზიციონერი, ლეონიდ ვოლკოვი "ტვიტერზე" ავრცელებს.
პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეები პირველ მარტს ანტიკრიზისული მარშის გამართვას აპირებდნენ, მაგრამ ნემცოვის მკვლელობამ მათი გეგმები შეცვალა.
რუსი პოლიტიკოსი მოსკოვის ცენტრში პარასკევს მოკლეს. მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი.