ბიუროს გადაწვეტილებით, ხვალ, 28 თებერვალს 14:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება ,,თავისუფლმა დემოკრატებმა” მიიღეს, რომლებიც ამ დრომზე სესიაზე დასწრებას არ აპირებდნენ.
სხდომაზე მისვლას არ გეგმავს უმრავლესობის ნაწილი.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისში ჩასვლას არც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები აპირებენ.