10 საუკეთესო კურორტი, რომელიც რუსეთმა დაკარგა. ამ სათაურით ტელეკომპანია "ვესტი"საკუთარ ინტერნეტ-პორტალზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. "სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის მიღმა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ათობით უნიკალური კურორტი დარჩა, რომლებიც ჩვენს ტურისტებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ,"-ნათქვამია სტატიის შესავალში. "დაკარგული კურორტების" ჩამონათვალში ბორჯომიც არის შეტანილი. ქართული კურორტის გარდა რუსები "დაკარგულ კურორტებად" ლიტვურ დრუსკინინკაის, სომხურ დილიჟანს, ბელარუსულ გროდნოს, ყირგიზულ ასიკ-ატას, უკრაინულ ზაკარპატიეს, ესტონურ ხააპსალუს, ყაზახურ მუიალდის, ლატვიური იურმალასა და თურქმენულ ბაირამ-ალის მიიჩნევენ.