კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის შეფასებით, მედვედევის განცხადება, რომ ყირგიზეთის სცენარი შესაძლოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც განვითრდეს, საქართველოსადმი გზავნილი იყო.
"მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი ადრესატი საქართველო იყო. სხვა ქვეყნებში თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ ჩავთვლით, შეიძლება მეტ-ნაკლებად აზერბაიჯანიც იგულისხმებოდეს, თუმცა ეჭვი მეპარება. საბოლო ჯამში ეს განცხადება საქართველოს მიმართ არის ნათქვამი და შეფარვითაა მინიშნებული, რომ ის ყირგიზეთის მოვლენებში მონაწილეობდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ქვეყანაში ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობას თავისუფალი არჩევანს საშუალება უნდა მისცეს.
"თვითმართველობის არჩევნებში თუ საზოგადოებას თავისუფალი არჩევანი გაკეთების საშუალება არ მიეცა არ გამოვრიცხავ, რომ მოვლენები ისე განვითარდეს, რომ პროცესებში ვიღაც ჩაერიოს და ეს ყველაფერი მწვავე შედეგით დამთავრდეს. ამის მოცემულობა კი რეალურად არსებობს და ამას გაკეთებული განცხადებებიც და 13 მარტის "მოდელირებული" ქორონიკაც მოწმობს", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესაძლებელია ყირგიზეთის სცენარი განხორციელდეს.