ყირიმის დეფაქტო ხელისუფლებამ უკრაინული საწარმოებისა და კომპანიების ნაციონალიზაცია დაიწყო. ადგილობრივი პარლამენტის გადაწყვეტილებით ნაციონალიზაციას "კრიმჟელეზობეტონის" ქარხანა, ტელერადიოსაკომუნიკაციო ჯგუფი "ვეგა," უკრაინული ოპერატორი "კიევსტარი," ქარხანა "გიდროპრიბორი," იალტის კინოსტუდია, რეგიონალური მონოპოლისტი გადაზიდვების სფეროში "კრიმავტოტრანსი" და რამდენიმე სანატორიუმი დაექვემდებარა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინას ყირიმში 250-მდე ობიექტი ჩამოართვეს.