ესპანეთის პოლიციამ დღეს რამდენიმე მოქალაქე დააკავა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.
პოლიციის განცხადებით, ისინი პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ.
ესპანეთის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ ქვეყნის ექვს რეგიონში, მათ შორის მადრიდში, კატალონიასა და ნავარაში ჩხრეკა ჩაატარეს და ამ დროისთვის დაკავებულია რვა ადამიანი.
სპეროპერაცია მადრიდის უმაღლესი სასამართლოს მიერ იყო სანქცირებული.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლის განცხადებით, ოპერაცია კვლავ გრძელდება.