3 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდი „იავნანა“ საქვემლმოქმედო კონცერტს „დედის დღე“ გამართავს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი ფონდ „იავნანას“ მეგობრებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ყოველ 3 მარტს ფონდი ”იავნანა” საზოგადოებას სოციალურად დაუცველი და მზუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას სთხოვდა, მაგრამ წელს, დედის დღეს მარათონი ეძღვნება ოჯახური სითბოს გარეშე დარჩენილ დედებს. მათი ისტორიები ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა აქვთ საერთო - ბედმა ისინი მოხუცთა თავშესაფარში შეახვედრა.
მარათონის მიზანია: სახელმწოფოსთან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ერთად თავშესაფარს დავუმონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე ყველას შევახსენოთ, საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ექცევა ის განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს.