მარია შარაპოვა აკაპულკოს ღია ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. რუსმა ჩოგბურთელმა დაძაბულ ბრძოლაში სლოვაკი მაგდალენა რიბარიკოვა 6:1, 4:6, 6:2 დაამარცხა. ნახევარფინალურ შეხვედრას შარაპოვა ფრანგ კაროლინა გარსიასთან გამართავს. ტურნირის საპრიზო ფონდი 250 ათას დოლარს შეადგენს.