ხელისუფლების ინიციატივით, შესაძლოა გალის შეხვედრები განახლდეს. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები აღნიშნული ფომატის აღსადგენად.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომლის გამოყენება ნამდვილად წაადგება იმ სირთულეებს, რომელიც დღეს არის გალის რეგიონში, განსაკუთრებით წაადგება ჰუმანიტარულ საკითხებს, იმ სირთულეებს რომელსაც გალის მოსახლეობა აწყდება. წლების განმავლობაში ეს ფორმატი არ მუშაობდა ჩვენ ახლა ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ეს შესაძლებლობა ამოქმედდეს,” _ განცხადება თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გალის შეხვედრები 2006 წლის შემდეგ არ გამართულა.