სკანდალი სერბეთის საფეხბურთო ლიგაში. „ნოვი პაზარის“ ფეხბურთელს, ჟარკო უდოვიჩიჩს გულშემატკივრები მოკვლით დაემუქრნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „რადასთან“ შეხვედრაში უდივიჩიჩმა თერთმეტმეტრიანის რეალიზაცია ვერ შეძლო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში ფანები შეიჭრნენ და ფეხბურთელს იარაღით ემუქრებოდნენ. ამის გამო უდოვიჩიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.