მოსკოვი აბაშიძე-კარასინის შეხვედრას ეხმაურება. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ლავროვის უწყება შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, რასაც ხელი ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნამ, ავიამიმოსვლის განახლებამ, ასევე, კულტურულ, სამეცნიერო, რელიგიურ და სპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებამ შეუწყო. რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ სახითხებში აზრთა პრინციპული სხვადასხვაობის მიუხედავად, პრაღის დიალოგის საქმიანი ატმოსფერო ორმხრივ ურთიერთობაში არსებული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს.