25 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ჰ. ჩ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. საქონლის წონამ შედგინა 54,63 გრამი, ღირებულებამ - 3519,14 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 10-ე ნაწილის თანახმად, პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3519,14 ლარის ოდენობით.