ივანიშვილს ასეთი განცხადების გაკეთება მალე საფრანგეთიდან მოუწევს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ოლიგარქი არის ისტერიკაში.
„ოლიგარქი არის ისტერიკაში. მას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურებაში ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადათ მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. მიუხედავათ იმალება ურეკში სადაღაც ჩირგვებში. ნაციონალურ მოძრაობას ბოლო 2 წლის განმავლობაში აბრალებდნენ მილიონ რაღაცას: დაწყებული საბურავებიდან და შპრიცების დაყრით, მაგრამ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც მისმა ჯიბის მთავრობამ ვერ წარმოადგინა უკვე თვეებია. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის გამოსწორება. ივანიშვილისთვის არის უკეთესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ გეგმის განხორციელება, თორემ სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება მოუწევს საფრანგეთიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ვალუტის კრიზისში გიორგი ქადაგიძეს დაადანაშაულა. მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი "ექსპერტები" ქმნიან