ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უმნიშვნელოდ გამყარდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 თებერვლის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2494 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5564 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0141 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0111 პუნქტით გამყარდა.
26 თებერვლის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2635 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.5675 ლარი ღირდა.