"ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით ფრაქციის განწყობა ერთსულოვანია", - ამის შესახებ, ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა ფრაქციის ფორმატში გვენეტაძესთან დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ჩვენ საკმაოდ სიღრმისეული საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ის ხედვები და მოსაზრებები, რომელიც ნინო გვენეტაძეს აქვს წარმოდგენილი, ვთვლით, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას წაადგება და ხელს შეუწყობს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ ჩამოყალიბდეს", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.