,,ნაცმოძრაობია” პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევზე უარის მიუხედავად მოითხოვს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიაი ბოკერია აცხადებს, რომ პრეზიდენტის უარი რიგგარეშე სხდომის მოწვევზე არის პოლიტიკური გუნდის განაჩენი.
„მაშინ ქვეყანა ეკონომიკური უფსკრულისკენ მიექანება, ივანიშვილის მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი თანხმდებიან იმაზე, რომ არ სურთ პარლამენტმა იმსჯელოს ამ კრიზისიდან გამოყვანის გზაზე და იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ეს არის ამ პოლიტიკური გუნდის განაჩენი. ეს უპასუხისმგებლობა ნაწილდება ყველა ფიგურაზე, პირველ რიგში იანიშვილზე, მაგრამ ამ შემთხვევაში უნებისყოფო პრეზიდენტზე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა. აღნიშნული ვადა დღეს იწურება. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი მიერ აქტის არგამოცემის შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში იკრიბება.