,,ნაცმოძრაობია” პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევზე უარის მიუხედავად მოითხოვს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა.
,,გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენი მიმართვის საპასუხოდ, უარი განაცხადა საპარლამენტო სესიის მოწვევაზე. ამ მძიმე ვითარების ფონზე, რაც შექმნილია ქვეყნის ეკონომიკაში. ქვეყნის მთავრობამ, რომელსაც ვაფრთხილებდით რომ არასწორ ეკონომიკურ კურსს ატარებდა, არ წარმოდგინა თავისი შეხედულებებისა და იმ მიზეზებისა თუ რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე და მსჯელობის არ გამართვა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში არის უპასუხისმგებლო, მავნებლური და არასწორი პოლიტიკის გაგრძელების ნაბიჯი. მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის სხდომა”, _განაცახდა პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად,პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა. აღნიშნული ვადა დღეს იწურება. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი მიერ აქტის არგამოცემის შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში იკრიბება.