გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა.
გოგა ხაჩიძემ სოფელ ოკამში ვადაგასული და ხმარებისათვის უვარგისი პესტიციდების შეფუთვასა და უსაფრთხო განთავსებაში მიიღო მონაწილეობა.
ექვს სხვადასხვა ობიექტზე დაახლოებით 60 ტონამდე შეგროვებული პესტიციდი რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონში სპეციალურად მოწყობილ საწყობში უსაფრთხოდ განთავსდება.
პესტიციდების გაუვნებელყოფის პროცესის ყველა ეტაპი, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით ტარდება.
პროექტის ფარგლებში 25 ადამიანი დასაქმდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 112 000 ლარი დაიხარჯა.