უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს ,,თავისუფალი დემოკრატები” მოუსმენენ.
პრეზიდენტის მიერ შერჩეულ ნინო გვენეტაძეს ოპოზიციური ფრაქციის სხდომაზე ელოდებიან.
კანონმდებლების თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას, დაუჭერენ თუ არა მხარეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
"ჩვენი ფრაქციის წევრებს აქვთ გარკვეული კითხვები. გვაქვს უკვე შექმნილი წარმოდგენა მისი საქმიანობის შესახებ და ზოგადად, მისი პროფესიონალიზმის თაობაზე. ვიზიარებთ პოზიტიურ განწყობას მისი კანდიდატურის მიმართ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ერთობლივად მიღებული იქნება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ," -აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილება 23 თებერვალს ამოეწურა.
ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე მის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.
გუშინ კი გვენეტაძის კანდიდატურას მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.