თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე დღესაც ემუქრება.
,,დღევანდელი დღე ყოველ ქართველს კიდევ ერთხელ ახსენებს იმას, თუ რამხელა საფრთხე არსებობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის დღესაც, იმიტომ რომ, როგორც წლების წინ, რუსეთი ანალოგიურად აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას თავისი მეზობლების, უკრაინის და მათ შორის, საქართველოს მიმართ. დღევანდელი დღე არის ასევე დიდი იმედის დღე, რადგან ისეთი ქართველები როგორებიც ის ადამიანები იყვნენ, ვინც 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის თავი გასწირეს, ჩვენთვის სამაგალითონი არიან, ჩვენ სწორედ მათგან ვიღებთ იმ ძალას, რომ არასდროს არ მოვუხაროთ ქედი ჩვენს მოწინააღმდეგეებს”, _განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.