,,ნაცმოძრაობის” წევრი და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით იკითხება.
საგამოძიებო უწყებაში ახვლედიანი ადვოკატთან გიორგი კონდახიშვილთან ერთად გამოცხადდა. როგორც დაკითხვის დაწყებამდე ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განმარტა მისთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე დაიბარეს.
თუმცა ახვლედიანი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენასთან უკავშირდებოდეს, ან დედაქალაქის მთავრობის უუნარობის გადაფარვას.